დღეს, 28 ნოემბერს 12 საათზე „ახალი მემარჯვენეების" ლიდერები „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" წარმომადგენლებს შეხვდებიან.
შეხვედრა მიზნად ისახავს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად „ახალი მემარჯვენეების" ინიციატივებისა და პოლიტიკის დოკუმენტის „ახალი მემარჯვენეები მცირე ბიზნესისათვის" გაცნობას „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" წარმომადგენლებისთვის.
შეხვედრა ასოციაციის ოფისში გაიმართება.