ინტერნეტ-მაღაზია Amazon-მა დაიწყო CNN -ის ჟურნალისტის მარკ მილიანის მიერ დაწერილი წიგნის "წერილები სტივს: სტივ ჯობსის მიერ მიღებული წერილები" გაყიდვა.
წიგნში მოყვანილია Apple-ს თანადამფუძნებლის მიმოწერა მომხმარებელთან. წიგნის ანოტაციაში საუბარია, რომ გამოძიების შედეგად რომელსაც რამდენიმე თვე დასჭირდა, მილიანმა ასობით წერილი შეაგროვა. ჟურნალისტმა ასევე აიღო ინტერვიუ ადამიანებთან ვინც წერდა სტივ ჯობს ამა თუ იმ თემაზე, ან მისგან მიიღო პასუხი.
Mashable-სთან ინტერვიუში მილიანმა განაცხადა, რომ ყოველდღიურად ჯობსის ელექტრონულ ფოსტაზე(მათ შორის sjobs@apple.com ყველაზე პოპულარული იყო) ასობით წერილი მოდიოდა. წერილებში ადამიანები ხელმძღვანელს ყველაზე მეტად თხოვდნენ შეეცვალათ გატეხილი მოწყობილობა ახლით, სთავაზობდნენ განეხილათ ესა თუ ის თემა, ან შეეტყოთ ინფორმაცია Apple-ს მომავალი პროდუქციის შესახებ.
Apple-ს მმართველს ჰქონდა ჩვევა ეპასუხა მისთვის საინტერესო შეტყობინებაზე. იგი ხშირად შემოიფარგლებოდა მოკლე პასუხებით (‘'დიახ" ან "არა") მაგრამ,ზოგჯერ დეტალურ წერილებსაც წერდა.
ჯობსისგან მიღებულ პასუხს, ადამიანები ძალიან ხშირად განათავსებდნენ ინტერნეტში, წიგნში ასევე შევიდა წერილები, რომელიც არასდროს გამოქვეყნებულა.
ყველაზე ცნობილ ნიმუშად, თუ როგორი მიდგომა ჰქონდა ჯობს მიმოწერაზე, ეს საპასუხო წერილია , რომელიც ჯობსმა სმარტფონ Iphone 4 ჩვეულებრივ მფლობელს დაუბრუნა. მომხმარებელმა შეჩივლა, რომ ფიჭური კავშირი წყდება, როცა აპარატი გარკვეული მეთოდით გიკავია. საპასუხოდ ჯობსმა ურჩია "იქნებ თქვენ შეეცადოთ იგი ასე არ დაიკაოთ".
მილიანის წიგნი, რომელიც მხოლოდ ელექტრონული სახით Kindle-ს ფორმატით გამოიცა 4.99 დოლარი ღირს. მისი წაკითხვა Kindle-ს მოწყობილობაზე შეიძლება, ასევე Kindle-ს დამატებით მობილური პლატფორმისთვის.
შეგახსენებთ, რომ სტივ ჯობსი იყო Apple -ს ერთერთი დამფუძნებელი, ხოლო 2000 დან 2011 წლამდე კომპანიის გენერალური დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით Apple -მ გამოუშვა ყველაზე წარმატებული პროდუქცია,მათ შორის iPod პლეერი და Iphone სმარტფონი . ჯობსი 2011 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მას ცხოვრების ბოლო წლებში კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო აწუხებდა