ეგვიპტის მმართველო სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელმა ფელდმარშალმა ჰუსეინ ტანტაუიმ განაცხადა, რომ არავის მისცემს უფლებას შეიარაღებულ ძალებზე ზეწოლა მოახდინოს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ტანტაუის განცხადება ხვალ ქვეყანაში გასამართი საპარლამეტო არჩევნების წინ გაკეთდა. სწორედ ხვალ, 28 ნოემბერს ოპოზიცია გაგმავს მაშტაბური აქციის გამართვას სახმედრო ხელისუფლებს გადადგომის მოთხოვნით.
ტანტაუიმ მოუწოდა 2012 წლის ივნისში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე რეალური კანდიდატებს მუჰამედ ალ ბარადესი და ამრა მუსას მხარი დაუჭიროსნ სამხედრო საბჭოს მიერ დანიშნულ პრემიერ მინისტრს.
ეგვიპტის მმართველი სამხედრო ადმინისტრაციის მოწინააღმდეგეები ქვეყნის დედაქალაქსა და სხვა რეგიონებში მასობრივი საპროტესტო აქციებს გამართვას გეგმავენ.
დემონსტრანტები მოითხოვენ სამხედრო ხელისუფლების მიერ ძალაუფლების დათმობას და იმათ დასჯას, ვისაც ბრალი მიუძღვის ბოლო დღების აქციების დროს მშვიდობიანი დემონსტრატების დაღუპვაში.
გასულ კვირას ძალოვნებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირებსას 40-მდე ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატმა, საერთაშორისო ატომური სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა მუჰამედ ალ ბარადეიმ განაცხადა, რომ თანახმაა უარი განაცხადოს პრეზიდენტობაზე, თუ მას ქვეყანაში არსებულ ურთულეს ვითარებაში დროებითი მათავრობის ხელმძღვანელობას შესთავაზებენ.
მასალის გამოყენების პირობები