ირანის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიური და ეკონომიკური თანამშრომლობის დონის დაწევის შესახებ.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ირანის პარლამენტის ინიციატივა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ თეირანის წინააღმდეგ ბირთვული პროგრამის სამხედრო შემადგენელის გამო დაწესებული სანქციების პასუხი გახდა.
პარლამენტის გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევა, როდესაც მას კონსტიტუციის დამცველთა საბჭო მოიწოონებს. შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში ირანს უფლება რჩება დიდი ბრიტანეთის ელჩს ქვეყნის ტერიტორიის დატოვებს მოსთხოვოს.
ირანის რადიოს ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღებისას დეპუტატები სკანდირებდნენ "სიკვდილი ბრიტანეთს".