“გაზპრომმა” გადაწყვიტა სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს, რათა მან “ნეფტოგაზ უკრაინას” ნაკისრი ვალდებულების შესრულება და უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპაში რუსული გაზის შეუფერხებელი ტრანზიტი აიძულოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს “გაზპრომის” მმართველთაA საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განუცხადა.
მილერის განცხადებით, საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შეტანა 21.06.2002 წლიდან ევროპელი მომხმარებლებისთვის 2003-2013 წლებში რუსული ბუნებრივი აირის უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობებისა და მოცულობის შესახებ კონტრაქტის შესაბამისად მოხდება.
მოცემული სარჩელის ფარგლებში “გაზპრომი” ითხოვს, რომ სასამართლომ მაქსიმალურად მოკლე დროში გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რომელიც “ნეფტოგაზ უკრაინას” აუკრძალავს ნებისმიერი ქმედებას, რომელიც ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შემცირებისკენ იქნება მიმართული.
“სარჩელის მომზადების შესახებ რუსეთის პრეზიდენტ, დიმიტრი მედვედევს მოვახსენე და მან ეს გადაწყვეტილება მოიწონა. ყველა აუცილებელი დოკუმენტი მომზადდება და სტოკჰოლმში უახლოს დროში გაიგზავნება”, - განაცხადა ალექსეი მილერმა.
მასალის გამოყენების პირობები