ქალები, რომლებიც დღეში ოთხ ფინჯან ყავას სვამენ, მეოთხედით ამცირებენ საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკს, მათთან შედარებით, ვინც მხოლოდ ერთი ფინჯნით შემოიფარგლება, - ასეთია ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომელთა დასკვნა, რომელთაც Nurses' Health Study გრძელვადიანი კვლევების შედეგი გააანალიზეს.
კვლევებში, რომელიც 1980 წლიდან 26 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მონაწილეობა 67,5 ათასმა ქალმა მიიღო. მათი ასაკი კვლევების დაწყების მომენტიდან 34-იდან 59 წელს შეადგენდა. მკვლევარები აფიქსირებდნენ მათ მიერ ყოველდღიურად მიღებული ფინჯანი ყავის რაოდენობას. მათგან 672-ს დაკვირვების პერიოდში საშვილოსნოს კიბოს დიაგნოზი ჰქონდა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ სტატისტიკური თვალსაზრისით, მათ შორის, ვინც დღეში მხოლოდ ერთ ან ორ-სამ ფინჯან ყავას სვამდა, მნიშვნელოვანი განსხვავება არ იყო.
თუმცა სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, როცა მიღებული ყავის რაოდენობამ ოთხ და მეტ ფინჯანს გადააჭარბა. ყავის ასეთ მოყვარულებს საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკი, მათთან შედარებით, ვინც მხოლოდ ერთ ფინჯანს იღებდა, 25%-ით შეუმცირდათ.
ამასთან, ეს ეფექტი უფრო გამოიხატა, როცა საქმე კოფეინის მაღალი შემცვლელობის ყავას ეხებოდა - ამ შემთხვევაში მკვლევარებმა 30%-იანი კლება დააფიქსირეს. ამავე დროს, ნაკლებკოფეინის შემცვლელი ყავის მიღებისას იგივე, მაგრამ, ნაკლებ გამოხატული კანონზომიერება აღნიშნეს.
მიღებულ შედეგებს მკვლევარები მიაწერენ იმ ფაქტს,რომ ყავა დაბლა წევს სისხლში ესტროგენისა და ინსულინის დონეს - ჰორმონებს რომელიც მიდრეკილია საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის კიბოსადმი.
შეგახსენებთ, რომ ადრე მიღებული მონაცემებით, ყავა იცავს ქალებს დეპრესიის, ინსულტის, დიაბეტისა და საკვერცხის კიბოსგან.