ეგვიპტის მმართველი სამხედრო ადმინისტრაციის მოწინააღმდეგეები ქვეყნის დედაქალაქსა და სხვა რეგიონებში მასობრივი საპროტესტო აქციებს გამართვას გეგმავენ.
დემონსტრანტები მოითხოვენ სამხედრო ხელისუფლების მიერ ძალაუფლების დათმობას და იმათ დასჯას, ვისაც ბრალი მიუძღვის ბოლო დღების აქციების დროს მშვიდობიანი დემონსტრატების დაღუპვაში.
გასულ კვირას ძალოვნებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირებსას 40-მდე ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატმა, საერთაშორისო ატომური სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა მუჰამედ ალ ბარადეიმ განაცხადა, რომ თანახმაა უარი განაცხადოს პრეზიდენტობაზე, თუ მას ქვეყანაში არსებულ ურთულეს ვითარებაში დროებითი მათავრობის ხელმძღვანელობას შესთავაზებენ.
ხვალ, 28 ნოემბერს, ქვეყანაში პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის ხელისუფლების დამხობის შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.