აშშ-ს შემდეგ რუსეთთან მიმართებაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დიდი ბრიტანეთიც წყვეტს. ინფორმაციას ამის შესახებ "დეილი ექსპრესი" ევროპის საქმეთა საკითხებში ქვეყნის მინისტრის დეივიდ ლიდინგტონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ლონდონი ოფიციალურ მოსკოვთან სამხედრო ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს. გადაწყვეტილების მიზეზად ის სახელდება, რომ თავად რუსეთი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს 2007 წლის შემდეგ აღარ ასრულებს.
ლიდინგტონის განცხადებით, როდესაც 29 ქვეყანა თავის მოვალეობას ასრულებს და ერთი კი არა ვითარება უცვლელი ვეღარ დარჩება.