ქაიროში ტაჰრირის მოედანზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარ შეტაკებას სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქცია მოედანზე გრძელდება. რამდენიმე ათასი ეგვიპტელი ტაჰრირის მოედანზე ქვეყნის სამხედრო საბჭოს გადადგომას მოითხოვენ და მათ მიერ დანიშნულ ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას აპროტესტებენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომიტინგეებმა ღამე ტაჰრირის მოედანზე კარვებში გაატარეს. ისინი პირობას დებენ, რომ მოედანზე იმ დრომდე დარჩებიან ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს. დღეს ისინი კვლავ აპირებენ მოსთხოვონ ქვეყნის სამხედრ ხელმძღვანელობას გადადგნენ.
ამავდროულად ეგვიპტის სამხერო ხელმძღვანელობა პირობას დებს ხელისუფლება პრეზიდენტს გადააბაროს, რომელივ არაუგვიანეს 2012 წლის ივლისისა უნდა აირჩიონ. დემონსტრანტები კი მათ გადადგომას დაუყოვნებლივ მოითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები