რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი პეტერბურგში მიემგზავრება, სადაც როკ-კონცერტზე დასწრებას გეგმავს. უკვე წინასწარ არის ცნობილი, რომ ახალგაზრდები რუსეთის პრემიერს სტვენით შეხვდებიან, ისევე როგორც ეს მოსკოვის არენაზე მოხდა, როდესაც პუტინი რუსი და ამერიკელი მოკრივეების ორთაბრძოლას დაესწრო.
მოწოდებები სოციალურ ქსელებში გაჩნდა. სოციალურ ქსელ "ვ კონტაქტე"-ში უკვე შექმნილია ჯგუფი სახელწოდებით "დავუსტვინოთ პუტინს 26 ნოემბერს".
მასალის გამოყენების პირობები