რამდენიმე ათასი ეგვიპტელი ტაჰრირის მოედანზე ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ აქციების გასაგრძელებლად ემზადება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები პირობას დებენ, რომ მოედანზე იმ დრომდე დარჩებიან ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.
დღეს ისინი კვლავ აპირებენ მოსთხოვონ ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას გადადგნენ.
ამავმდოულად ეგვიპტის სამხედრო ხელმძღვანელობა პირობას დებს ხელისუფლება პრეზიდენტს გადააბაროს, რომელიც არაუგბიანეს 2012 წლის ივლისისა უნდა აირჩიონ. დემონსტრანტები კი მათ გადადგომას დაუყოვნებლივ მოითხოვენ.