ნატოს ვეტმფრენმების მიერ პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან ახლოს გახსნილი ცეცხლის შედეგად, 25 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
პაკისტანის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, 7 სამხედრო მოსამსახურე დაჭრილია. შესაბამისი ინფორმაცია პაკისტანის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.
ავღანეთში მყოფი საერთაშორისო ძალების კოალიცია აცხადებს, რომ მათთვის მომხდარი ინციდენტის შესახებ ცნობილია და ისინი ამჟამად ინფორმაციას აგროვებენ.
აღნიშნული ფაქტის საფასუხოდ, პაკისტანმა, ნატოს ჯარების მომარაგებისთვის უმნიშვნელოვანესი მარშრუტი დაბლოკა, ქალაქ ჯამრუდთან 40-მდე სატვირთო მანქანა და ბენზინმზიდია გაჩერებული.