ხვალ, 26 ნოემბერს, დაგეგმილია ქართული ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების გამოფენა-ფორუმი უცხოელი სტუმრების ტური კახეთში, სადაც ისინი ესტუმრებიან წინანდლის მუზეუმსა და ვინოთეკას, ამასთანავე მოინახულებენ ქართული ღვინის მწარმოებლის მარნებს და ადგილზე დააგემოვნებენ ღვინოს.
ქართული ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების გამოფენა-ფორუმი Trade With Georgia 2011 - Tradeshow and B2B Forum (TWG 2011) 25 ნოემბერს გაიხსნა. მხოლოდ აზიიდან საქართველოს 43 დელეგატი (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, სინგაპური, იაპონია, ტაივანი) ეწვია.
ღონისძიება ტარდება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პატრონაჟით და წარმოადგენს უპრეცენდენტო მასშტაბის ფორუმს ქართული სასმელების პოპულარიზაციის კუთხით.