"რუსთავი 2"-ის ახალ სერიალში, შესაძლოა, "შუა ქალაქის" ძველმა მსახიობებმა ითამაშონ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მსახიობმა მაია დობორჯგინიძემ განუცხადა.
"დაგვიბარეს კასტინგზე და შემოგვთავაზეს ახალი როლები. რამდენად დავთანხმდებით, ეს ჯერ არ ვიცით, მაგრამ შესაძლებელია "შუა ქალაქის" რამდენიმე ძველი მსახიობი "რუსთავი 2"-ის სერიალშიც აღმოვჩნდეთ, თუმცა ამაზე ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, იმიტომ, რომ სცენარიც კი არ წამიკითავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები", - განაცხადა დობორჯგინიძემ.
შეგახსენებთ, რომ "შუა ქალაქი" ტელეკომპანია "იმედზე" გადის. სერიალი ახალი სეზონზე მაყურებელს ახალი სცენარით და ახალი სახეებით დაუბრუნდა. როგორც დობორჯგინიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, არ არის გამორიცხული, ახალ სერიალში მუშაობას მსახიობები უმუშევრობის გამო დასთანხმდნენ. მასთან ერთად ახალ სერიალში მუშაობა მის მეუღლესაც, გოგა ბარბაქაძესაც შესთავაზეს, თუმცა ამ ეტაპზე ისიც წინასწარი კომენტარისგან თავს იკავებს.
"რუსთავი 2"-ზე ახალ სერიალის დაწყებას ალეკო მალხაზიშვილი და მისი ჯგუფი გეგმავენ. როგორც ისინი აცხადებენ, ჯერ მსახიობების შერჩევა მიმდინარეობს.