გალის რაიონში, სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლულია 40 წლის ემზარ ჭკადუა, რომელიც 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომში იბრძოდა და ამის გამო არა ერთი აფხაზური ჯილდოს მფლობელი იყო.
ინციდენტი შვერმიკის უბანში, ამ სოფელში დისლოცირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებს შორის მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ სამხედროებს შორის დაწყებული შელაპარაკება მოგვიანებით სროლაში გადაიზარდა.
მოკლული ჭკადუას გარდა, დაჭრილია კიდევ რამდენიმე აფხაზი ჯარისკაცი. ამ ფაქტის მიჩქმალვას ცდილობდა სეპარატისტული რეჟიმი, თუმცა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბედიაში, საიდანაც ჭკადუა იყო, მოსახლეობამ ამ ფაქტის შესახებ სწორედ სამხედრო მოსამსახურეებისგან შეიტყო.
მასალის გამოყენების პირობები