საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ლეიბორისტების" ლიდერ შალვა ნათელაშვილის ინგლისურის ცოდნაზე განცხადება გააკეთა.
" ნათელაშვილს თავის დროზე რომ ევლო ინგლისურის კურსებზე, შეიძლება არ დასჭირვებოდა ქართული ასოებით დაწერილი ტექსტის წამოძახება, რომ უფრო ღირსეულად წარმოედგინა საქართველო, თუნდაც ქართველების ან გამვლელების თვალში. ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს მასწავლებლის სახლში პედაგოგებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, მარტო წვრთნა რას უშველის, თუ ბუნებამაც არ უშველა.
"თუმცა ჩვენი ხალხი ზოგადად ძალიან ნიჭიერია", - აღნიშნა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნათელაშვილმა თეთრი სახლის წინ რამდენიმე დღის საპროტესტო აქცია გამართა, სადაც ინგლისურადაც ისაუბრა.