საქართველოს პრეზიდენტი მასწავლებლის სახლში გლდანი-ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი მათ განათლების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა და ის ინიციატივები და პროექტები გააცნო, რომლებიც საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით აქვს.
პედაგოგთა ატესტაცია; ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნების წახალისება; ტექნიკური სასწავლებლების შექმნა ხალხის გადამზადების მიზნით; აღმშენებლობის პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ასაკის წარმომადგენელთა აქტიურობის აუცილებლობა - ეს ის თემებია, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას გაამახვილა ყურადღება.