ხვალ, 4 იანვარს, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უფის ეპარქიის მმართველობა სეპარატისტულ აფხაზეთს ეწვევა და 12 იანვრამდე დაჰყოფენ.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უფის ეპარქიის მმართველობა ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, სეპარატისტულ აფხაზეთში, ახალი ათონის მოლოცვას აპირებს.
უფის ეპარქიის მმართველობის ღვთისმსახურის რომილ გარეევის ინფორმაციით, უფის ეპარქიის მმართველობიდან მომლოცველთა ჯგუფი აფხაზეთს პირველად ესტუმრება.
"ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ახალი ათონის მონასტერში შევხვდებით, იქ სადაც წმინდა მოციქულის სვიმონ კანანელის წმინდა ნაწილებია დავანებული", _ აცხადებს გარეევი.
ამას გარდა¸სეპარატისტულ აფხაზეთში ჩასული მომლოცველები კამანის მონასტერსაც მოინახულებენ, ანუ იმ ადგილს, სადაც გადმოცემის თანახმად თავისი ბოლო საღვთისმსახურო ლიტურგია აღავლინა წმინდა იოანე ოქროპირმა. ამ ტაძრის ახლოს მდებარე მომცრო ტაძარში კი, მოწამე ვასილის წმინდა ნაწილებია დაცული.
ამას გარდა, მომლოცველთა ჯგუფებისთვის მოეწყობა ექსკურსიები აფხაზეთის გამოქვაბულებსა და რიწის ტბაზე.
მასალის გამოყენების პირობები