თბილისში დღეს თოვლის შეწყვეტას და მინუს 4 გრადუსამდე ყინვას ვარაუდობენ, როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" სინოპტიკოსმა სვეტა ნიორაძემ განუცხადა თვის ბოლომდე საქართელოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი.
„დროგამოშვებით თოვლი და ნალექიანი ამინდებია, თუმცა მოსალოდნელია გამოდარებებიც. დღეს ყინვას ვარაუდობთ თბილისში, ასევე მინუს 9 იქნება შიდა ქართლში და - 7 კახეთში. თვის ბოლომდე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, დღემ შეიძლება უნალექოდ ჩაიაროს, თუმცა ყინვებს არ გამოვრიცავთ", - განაცხადა ნიორაძემ.
ცნობისთვის, 27 ნოემბერს სინოპტიკოსები ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, 28-29 ნოემბერს კი გამოიდარებს.