სამხედროებსა და ანტისამთავრობო დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს სირიის პროვინცია ხომსში 50 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი "ალ არაბია" ავრცელებს.
სირიელი უფლებების დამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 12 სამოქალაქო პირია, 11 სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ერთგული სამხედრო და ასევე 15 დეზერტირი, რომელიც ოპოზიციის მხარეს გადავიდა. უფლებების დამცველები არ აკონკრეტებენ თუ მოსახლეობის რომელ კატეგორიას მიეკუთვნება კიდევ 12 დაღუპული.