მოსკოვთან ახლოს, სერგიევ-პასადის რაიონის სოფელ ტიტოვსკოეში მღვდილის საცხოვრებელი სახლში გაჩენილმა ხანძარმა სამი ადამიანი იმსხვერპლა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ცხრა ადამიანმა, მათ შორის რვა ბავშვმა ხანძრისგან თავის დაღწევა მოახერხა.
ორსართულიანი სახლი სრულადაა დამწვარი. ხანძრის გაჩენის დროს სახლში სულ 11 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი იმყოფებოდა. ამ დროისთვის უცნობია თუ სად იმყოფებიან სახლის მეპატროენე ღვთისმსახური და მისი მეუღლე.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლები ხანძრის გაჩენის ზუსტ მიზეზებს ვერ ასახელებენ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.