რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 2012 წლის 4 მარტს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის საბჭომ მიიღო.
რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევნების თარიღი ინიშნება მის გამართვამდე 100 დღით ადრე და არაუგვიანეს 90 დღისა.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის რუსეთის პოლიტიკური ძალებიდან მხოლოდ მმართველ პარტიას „ედინაია რასიას" ჰყავს საკუთარი კანდიდატი - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყნაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვერც ერთი სხვა კანდიდატი პუტინს სერიოზულ კონკურენციას ვერ გაუწევს და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი კრემლში სავარაუდოდ შემდგომი ორი ვადით დაბრუნდება.
იმის მიუხედავად, თუ საბოლოდ რამდენი კანდიდატი მოიყრის თავს საპრეზიდენტო არჩევნებში 2012 წლის 4 მარტს გასამართი არჩევნები ვლადიმერ პუტინის კრემლში დაბრუნებისთვის გათამაშებული ფარსი იქნება.
რუსეთის პოლიტიკაში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით საკუთარ კანდიდატურებს სავარაუდოდ კომუნისტების ლიდერი გენადი ზუგანოვი და ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადმიერ ჟირინოვსკიც წამოაყენებენ.
ამ დროისთვის უცნობია თუ ვინ იქნება მემარჯვენე პარტიების კანდიდატი. თუმცა სავარაუდო კანდიდატად ბორის ნემცოვი მოიაზრება.