ქვესადგურში "გლდანი-220" საქართველოს ელექტროსისტემის მიერ სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 25 ნოემბერს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება გლდანის I, VII და VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.