დღეს, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე, გამრეკელის 19 ნომერში (ს/მ სოლიდარობა უკანონო პატიმრების ოფისში) გაიმართება მოძრაობა "არას" და ს/მ "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" ერთობლივი ბრიფინგი.
ბრიფინგის თემაა - "პოლიტპატიმარ მელორ ვაჩნაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება". აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე გავრცელდება საქართველოში აკრედიტებული ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართვები.