სენატორი რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით გაუარესდება და მხარეები იძულებულნი იქნებიან ახალი "გადატვირთვა" დაიწყონ.
"მზად ხართ ახალი "გადატვირთვისათვის? მედვედევი ევროპაში ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგო ფარს ემუქრება, იმ შემთხვევაში თუკი მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს", _ წერს სენატორი თავის გვერდზე "ტვიტერში" და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესებაზე მიანიშნებს.