ლიტვის ხელისუფლება შეშფოთებას გამოხატვს რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების გამო კალინინგრადის ოლქში "ისკანდერების" სარაკეტო კომპლექსების შესაძლო განთავსების შესახებ. ლიტვის პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბლიუსი მიუწოდებს ნატოს სერიოზული რეაგირება მოახდინოს მედვედევის ამ განცხადებაზე.
"მიმაჩნია, რომ ყოველივე ამაზე სერიოზული რეაგირება უნდა გვქონდეს. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი ნუ იქცევა ასე. ყოველივე ეს კი ჩვენ ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან ერთად უნდა გავაკეთოთ", _განაცხადა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბლიუსმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.