დღეს, 24 ნოემბერს, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში გაიხსნება გიორგობისადმი მიძღვნილი ბავშვთა ნამუშევრების საშემოდგომო გამოფენა "გიორგობა".
რელიგიური თემების გარდა, წარმოდგენილი იქნება პეიზაჟები, პორტრეტები, ცხოველები, ნაძერწები, ხეზე კვეთის ნიმუშები და სხვა.
ექსპოზიციაში წარმოდგენილია 320 ბავშვის 350- მდე ნამუშევარი. მონაწილეობენ მოსწავლეები თბილისის სკოლებიდან, ასევე აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები სოხუმისა და ზუგდიდის სკოლებიდან.