რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 20 ათასზე მეტი კოსოვოელი სერბის საქმის შესწავლა და მიმართვაზე საპასუხო ნაბიჯების შემუშავება დაავალა. 20 ათასზე მეტი კოსოვოელი სერბი რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას ითხოვს. ეს განცხადება რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში დიმიტრი როგოზინმა გააკეთა.
"რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნული სიტუაციის საქმის კურსშია და ასეა თუ ისე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიცემული აქვს დავალება, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშაოს საპახუხო პასუხის რამდენიმე ვარიანტი", _ განაცხადა როგოზინმა და აღნიშნა, რომ რუსეთმა რუსეთმა რაღაცნაირად მხარი უნდა დაუჭიროს "ჩვენთან სულიერად ახლო მყოფ ხალხს, რომელიც ესოდენ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა".