რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის თანახმა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების იმ პროგრამაში (პრო) მიიღოს მონაწილეობა, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ მისი სტრატეგიულ პოტენციალის შესუსტება შეუძლია.
"ჩვენ არ დავთანხმდებით, პროგრამაში მონაწილეობას, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ, ძალიან მოკლე პერიოდში, 5-6-7 წლის შემდეგ, ჩვენი შეკავების პოტენციალის შესუსტება შეუძლია. სწორედ ამ პროგრამამ - ევროპულმა პრო-მ დაიწყო განხორციელება", _ განაცხადა მედვედევმა.