თვის ბოლომდე მსოფლიოში Apple-ის ყველაზე დიდი მაღაზია გაიხსნება. უზარმაზარი სავაჭრო ობიექტი, ნიუ-იორკის ცენტრალურ სადგურზე განთავსდება, სადაც ყოველ დღე 1 მილიონამდე ადამიანი მიდის.
როგორც 9to5mac წერს, ახალ Apple Store-ში 300 ადამიანი იმუშავებს, რომლებიც დღეისთვის სტაჟირებასა და გადამზადებას Apple-ის სხვა მაღაზიებში გადიან. როგორც ცნობილია, ამერიკულმა კორპორაციამ უდიდესი მაღაზიის მშენებლობა აგვისტოში დაიწყო.
ახალი Apple Store იქნება რიგით მეხუთე მაღაზია მანჰეტენზე და 358-ე მსოფლიოში. სავაჭრო ობიექტი 2 ათას 100 კვ/კმ-ს შეადგენს და გავრცელებული ინფორმაციით, Apple არენდით აღებულ ფართში წელიწადში 1 მლნ. დოლარს გადაიხდის.