საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მეტროსადგურ "მარჯანიშვილიდან" "რუსთაველამდე" მეტროთი იმგზავრა.
"მარჯანიშვილის: მეტროში მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებლის განახლებული გამზირის გახსნის შემდეგ ჩავიდა.
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისს საცხოვრებლად ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი
უწოდა.
მისივე თქმით, თბილისის მეტრო ვითარდება და სულ უფრო მეტ ადგილზე გახდება შესაძლებელი მეტროთი მისვლა.
მან ასევე ყურადრება გაამახვილა ვაგონებში ხალხმრავლობაზე და აღნიშნა, რომ ასეთი ხალხმრავლობა არ უნდა იყოს.
"მეტრო თითქმის მცხეთას უახლოვდება. ეს არის ერთ-ერთი სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ვაგონები ასეთი სავსე არ უნდა იყოს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.