"ჩვენი ხალხი არის ძალიან დამნახავი ხალხი. ხშირად გამიგონია - დაუნახავები არიან - არა, ტყულია ეს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში დავით აღმაშენებლის ხეივნის გასწვრივ აშენებული ახალი საცხოვრებელი უბნის გახსნაზე.
"ამ დღეებში ტელევიზიით გადის ნატოს განერალური მდივნის, გაეროს ბავშვთა ფონდის გამონათქვამები და ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა დავწეროთ და ვთქვათ, ჩვენ ხშირად ვეკამათებოდით საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საკმარისად არ ხედავთ, საკმარისად არ აფასებთ და ისინი დღესაც უფრო კრიტიკულები არიან ვიდრე მე ვისურვებდი, მაგრამ მათაც დაინახეს და მათაც დააფასეს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ დაუნახავი ქართველი ხალხი კი არ არის, არამედ ის ადამიანები ვისაც ქვეყნის წინსვლა არ უნდა.
"ჩვენი ხალხი არის ძალიან დამნახავი ხალხი. ხშირად გამიგონია - დაუნახავები არიან - არა, ტყულია ეს, დაუნახავები არიან ისინი ვისაც არ უნდა დაინახონ - ზოგი პოლიტიკოსი, ზოგიერთი ვაი ჟურნალისტი, ზოგიერთი პოლიტიზირებული ელემენტი, რომელსაც უბრალოდ არ უნდა, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდეს. აბა ნორმალურ ადამიანს ეს არ დაემართება - საუბარია იმაზე, რომ ჩვენი ხალხი ყოველივე ამას ქმნის, ჩვენი ხალხი ხედავს პროგრესს და ჩვენი ხალხი ითხოვს ბევრად უფრო მეტს", _ აცხადებს პრეზიდენტი.