"ვინ თქვა, რომ ჩვენ ზედმეტს ვტრაბახობთ ხოლმე. აი რეების აშენება შეძლებია საქართველოს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეს არის იმიტომ, რომ თბილისში და ეს დაიმახსოვროს ყველა ურწმუნო თომამ და სნობმა, რომელიც ჩვენ გვაკრიტიკებს, რომ თბილისში - თუ არ ჩავთვლით ერთ უნივერმაღს თურქეთში - დანარჩენ კონტინენტურ ევროპაში გაიხსნა ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი უბნის პრეზენტაციაზე.
დედაქალაქსა და მცხეთას შორის აღმაშენებლის ხეივნის გასწვრივ, 230 ჰა-ზე თანამედროვე საცხოვრებელი უბანი და სავაჭრო კომპლექსი შენდება. ახალი უბანი ეს იქნება ახალი დასახლება. აქ იქნება დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, სკოლები, ბაღები, სავაჭრო ცენტრები, გასართობი კომპლექსები და სპეციალური ზონა საელჩოებისათვის. ახალი უბანი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
"ამის შემდეგ ყველა, ვინც საქართველოზე და თბილისზე იტყვის გვეყო, რას ვტრაბახობთ, რას ვიწონებთ თავს აიღოს დიდი დოქი, შეუშვიროს ონკანს და დალიოს ცივი წყალი. იმიტომ, რომ ჩვენ ვაშენებთ ევროპულ ქალაქებს, რომლებსაც ბადალი არ ჰყავს ევროპაში და მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ ვქმნით სავაჭრო ცენტრს, რომელიც არის კონტინენტურ ევროპაში ყველაზე დიდი, ჩვენ ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს, რაც წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება კიდევ უფრო ჩქარი ტემპით ვიდრე რეგიონის რომელიმე ქვეყნის ეკონომიკა. ეს ყველაფერი - მე ამას არაფერს არ ვახარბებ, იმიტომ, რომ ჩვენ ხალხს კიდევ უჭირს, მაგრამ ერთადერთი გზა უკეთესობისკენ გადის ინვესტიციაზე, საკრედიტო რეიტინგზე, სტაბილურობაზე, რეფორმებზე, არაკორუმპირებულ გარემოზე, კრიმინალის არქონაზე", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.