„დემოკრატიული მოძრაობის" დაფუძნების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ჯი-ეიჩ-ენი" განცხადების ტექსტს უცვლელად გათავაზობთ:
„დემოკრატიული მოძრაობა" უპირველეს ყოვლისა, ყველა მართლმადიდებელს ულოცავს გიორგობას და სრულიად საქართველოს მშვიდობას, ერთიანობასა და გაძლიერებას უსურვებს.
მიუხედავად ქვეყანაში დამყარებული ავტორიტარული რეჟიმისა, „დემოკრატიული მოძრაობა" უკვე სამი წელია მის მიერ არჩეული კურსისა და დეკლარირებულ პრინციპების ერთგულია, უკომპრომისოდ იბრძვის ქვეყანაში რეალური დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის. პარტიამ მთელი მისი არსებობის მანძილზე, თანმიმდევრული და შეუპოვარი ბრძოლით დაამტკიცა, რომ არ შეეგუება ქვეყანაში ნეობოლშევიზმს და არასოდეს გაურიგდება არსებულ, ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ რეჟიმს. ამიტომაც, ლოგიკურია, რომ საქართველოში არსებულ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის ყველაზე მეტი უსამართლოდ რეპრესირებული და პოლიტპატიმარი სწორედ „დემოკრატიული მოძრაობას" ჰყავს.
მიუხედავად სააკაშვილის რეჟიმის ჩვენს წინააღმდეგ ღია და ბინძური ბრძოლისა, ჩვენთვის მეტად საამაყოა, რომ დღეს „დემოკრატიული მოძრაობას" წარმოადგენენ ადამიანები,რომლებიც არ ეგუებიან თავისუფალი არჩევანის უფლების ჩამორთმევას, ქვეყნის დაქუცმაცებას, ტერიტორიების დაკარგვას, ეროვნული ღირებული ტრადიციებისა და ფასეულობების განადგურებას, ქვეყნის მოსახლეობის 2/3-ს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრებას, ადამიანებისათვის ღირსების შელახვას, დატერორებას, დაშინებას, უსამართლობას, ქვეყნის მოჩვენებით, ვირტუალურ, მხოლოდ ტელევიზორში ნაჩვენებ წინსვლასა და განვითარებას.
„დემოკრატიული მოძრაობის" ყველა წევრსა და მხარდამჭერს ვულოცავთ დღევანდელ დღეს.
ჩვენი მთავარი სლოგანია „დემოკრატია დღეს!" და ჩვენ, ყველანი ერთად, შეუპოვარი ბრძოლით აუცილებლად მივაღწევთ, საქართველოში რეალური დემოკრატიის გამარჯვებას, ქვეყნისა და ერის გამთლიანებას, საერთაშორისო ურთიერთობებში ცივილიზებული და საქართველოს რეალურ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმართვას.