უკანასკნელი თვის განმავლობაში ზიმბაბვეს ეროვნულ პარკში 100 სპილო დაიღუპა. მიზეზი ძლიერი გვალვაა. ათასობით სხვა ცხოველის სიცოცხლე კი საფრთხეშია.
თითოეული სპილო 20 ათასი დოლარი ღირს. ამრიგად, ქვეყანას ორ მილლიონ დოლარამდე ზარალი მიადგა. ძირითადად ბებერი და ჩვილი ცხოველები დაიღუპა. ისინი იმდენად დაუძლურებული იყვნენ, რომ წყლის ორმომდე ვერ მიაღწიეს. დღეში სპილოს 225 ლიტრი წყალი სჭირდება.
სპილო ზიმბაბვის ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროა. აღსანიშნავია, რომ ჰვანგის გიგანტურ ეროვნულ პარკში დაახლოებით 40 ათასი სპილო ბინადრობს.