აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა რესპუბლიკური პარტიიდან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ტელედებატებში მიიღეს მონაწილეობა.
სხვადასხვა საკითხებთან ერთად, მათ იმსჯელეს ისრაელისადმი დამხმარებაზე იმ შემთხვევაში თუ თელ-ავივი ირანზე დარტყმის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის კვლავ მასაჩუსეტის შტატის ექს-გუბერტანტორი მიტ რომნი ლიდერობს. თუმცა მიშვნელოვნად იზრდება წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის ნიუტ გინგრიჩის რეიტინგი.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2012 წლის 6 ნოემბერს გაიმართება.