ეგვიპტეში მიღწეულია შეთანხმება ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირებისა და პრეზიდენტის არჩევნების ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეგვიპტის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა საბჭომ (გენერალური შტაბი) ქვეყნის წამყვან პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებისას თანხმობა განაცხადა გარკვეული ქმედებების განხორციელებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების გადაცემას სამოქალაქო ხელმძღვანელობისთვის.
ამას გარდა, მიღწეულია შეთანხმება, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის პირველ ნახევარში გაიმართება. სავარუდო თარიღად 2012 წლის 30 ივნისი სახელდება.