საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ევროპის დროშა მულაჟი აღარ არის.
"ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია, სადაც გარკვევით წერია, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. პირველად თქვა ეს ევროპარლამენტმა. იცით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი იყო ჩამოსული. იგივე თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმაც. ევროპის დროშა - ეს აღარ არის მულაჟი, ეს არის ჩვენი ის რეალობა, სადაც გადავდივართ", - განაცხადა სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე, რომელიც ქუთაისში დღეს გახსნილ მთავრობის სახლში გაიმართა.