თურქეთში 15 კაცი დააკავეს. მათ ბრალი ტერორისტულ დაჯგუფება "ალ-ქაიდას" წევრობაში ედებათ. საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუს" ინფორმაციით, ტერორიზმში ბრალდებულები პოლიციამ ცენტრალური ანატოლიის ქალაქ ქონიაში აიყვანა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პოლიციამ ტეროსტები წლის დასაწყისშიც დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები თურქეთში ამერიკის შეერთებული შტატების შენობისა და ქალაქ ადანაში მდებარე სამხედრო ბაზის აფეთქებას გეგმავდნენ.