მეთიუ ბრაიზა აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის პოსტზე თეთრი სახლის ერთადერთი კანდიდატურაა. როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, აშშ-ის სენატმა ამ დრომდე ვერ მოახერხა ელჩობის კანდიდატთა განხილვა, რაც მძიმე გრაფიკთან ერთად სხვა ტექნიკურ საკითხებსაც უკავშირდება. სენატის საგარეო კომიტეტს, 11 ქვეყანაში აშშ-ის ელჩის დანიშვნაზე აქამდეც უნდა ემსჯელა, თუმცა კომიტეტის სხდომის ჩატარება გადავადდა.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 29 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა აზერბაიჯანში ელჩის თანამდებობაზე მეთიუ ბრაიზა თავად დანიშნა, რადგანაც სენატმა ბრაიზას კანდიდატურა აზერბაიჯანის ელჩის პოსტზე რამდენჯერმე ჩააგდო. აშშ-ის პრეზიდენტად ბარაკ ობამას არჩევის შემდეგ აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის თანამდებობა ვაკანტური იყო.