საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთავრობის სხდომები ქუთაისში, ახლად გახსნილ მთავრობის სახლშიც გაიმართება. მთავრობის წევრებს დავალება მისცა, რომ ყოველი მესამე ან მეოთხე მთავრობის სხდომა ქუთაისში გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მთავრობის სხდომა გამართა. სხდომა მთავრობის სახლში გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა ქუთაისის პოლიტიკურ და ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.