ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, პარტია "თავისფალი დემოკრატების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი 45-60 წლამდე ასაკის პირებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას წინასაარჩევნო გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ცაგარეიშვილმა "საგადასახდო კოდექსში" ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა, რომ თუ 45-იდან 60 წლამდე პირები 2011 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე დასაქმდებიან, მათი ხელფასი ერთი წლის განმავლობაში, საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.
"ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რადგან ხელისუფლებას აქამდე არასოდეს გახსენებია ამ კატეგორიის ადამიანები. მეტიც, სააკაშვილი მათ თავსი დროზე "ჩაერიცხილებსაც" უწოდებდა. მაინტერესებს, სად იყო საქართველოს ხელისფლება 2007-2010 წლებში? მაშინ არ იყო უმუშევრობა?! ეს არის პირდაპირ ასაკობრივი დისკრიმინაცია. "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი ამგვარი დაუსაბუთებელი ცვლილებებით, დამატებითი ხმების მოპოვების სურვილია", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.