ქუთაისში საქართველოს მთავრობის სახლი გაიხსნა.
მთავრობის სახლი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
გახსნის ცერემონიამ პომპეზურად ჩაიარა. შესრულდა საქართველოს ჰიმნი, შემდეგ კი "სუხიშვილებმა" შეასრულეს ახალი ცეკვა მხედრული, მერაბ სეფაშვილმა - სიმღერა ქუთაისზე.
ღონისძიებაში მონაწილეობას სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეებიც იღებდნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმიც გახსნა. მან მოინახულა კოპიტნარის აეროპორტიც, რომლის მშენებლობაც დღეს დაიწყო.