აჭარის მთავრობის თავჯდომარე ლევან ვარშალომიძე 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიაში გაემგზავრა. მთავრობის თავჯდომარე 23-25 ნოემბერს პონტა დელგადაში გამართულ ევროპის რეგიონთა ანსამბლეას დაესწრება.
33 ქვეყნის წარმომადგენელი გლობალიზაციის პირობებში ეკონომიკური სარგებლის გამოყენებასა და მისი უარყოფითი მხარეეების შემცირებაზე იმსჯელებენ. 24 ნოემბერს კი, მთავარი განსახილველი თემა რეგიონების მიერ სოციალური ინოვაციების გამოყენება იქნება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავჯდომარე პორტუგალიაში სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებსაც გამართავს.