საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობა გახსნა. როგორც პრეზიდენტმა მუზეუმის გახსნისას განაცხადა, ახალი შენობა შთამბეჭდავია.
"მრავალი წელი ვფიქრობდი, რომ ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სჭირდება კარგი და სოლიდური შენობა. მინდა გითხრათ, რომ სხვადასხვა გზები მოვსინჯეთ მთავარ მოედანზე განთავსებული შენობის მოდერნიზაციისთვის. სახელმწიფო რესურსის მობილიზება მოვახდინეთ, კერძო კომპანიებსაც მივმართეთ და მათი მხრიდან დიდი დაინტერესება არ წამოსულა. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ მუზეუმი ამ შენობაში განთავსებულიყო. ეს მართლაც ძალიან კარგი დღეა ჩემთვის, რადგან ქუთაისი დაგხვდა ძალიან მზიანი და თბილი ამინდით, განათებული სახეებით", - განაცხადა პრეზიდენტა.
მისი თქმით, მას ეამაყება, რომ ეს მუზეუმი გახსნა. პრეზიდენტმა ისაუბრა მთავრობის სახლის შესახებაც და განაცხადა, რომ მთავრობის სახლის გახსნა მოსამზადებელი ეტაპი საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადასასვლელად.
„მომავალი წლის 26 მაისს გაიხსნება საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა ახალ შენობაში, რომელიც შენდება ავტოქარხნის დასახლებაში. ეს არის მნიშვნელოვანი არამხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ წყალტუბისთვის, ხონისთვის და მთლიანად საქქართველოსთვის", - განაცხადა სააკაშვილმა.