საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედების განცხადებას ეხმიანება. "მედვედევის ბოლო განცხადებით კიდევ ერთხელ გაცხადდა ცინიკური ფორმით საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზეზები. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი საერთაშორისო თანამეგობრობისა თუ როგორი აგრესიული მიზნები ამოძრავებს რუსეთის ხელისუფლებას არა მხოლოდ საქართველოს არამედ სხვა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ", - განაცხადა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ამ აგრესიული რიტორიკის მიღმა იმალება მორიგი დაცინვა საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ნორმებისა და წესების მიმართ.
"ვწუხვარ, რომ ეს არის რეალური სახე იმ რეჟიმის, რომელიც მართავს რუსეთს. ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება რაც ჩვენთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილია თუ ვინ და რატომ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი აღნიშნა პრეზიდენტის პრეს სპიკერმა.