საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით დროთა განმავლობაში იძულებული გახდება მოხსნას შეზღუდვები არა მარტო ქართული პროდუქციის, არამედ გააუქმოს ის დისკრიმინაციული ნორმები, რომელიც აქვს დაწესებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიმართ.
"განსაკუთრებული სისასტიკით ეს ნორმები მოქმედებს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მიმართ. ჩვენი ამოცანაა და ვმუშაობთ ქართული პროდუქციისთვის სხვა უცხოური ბევრად უფრო საინტერესო ბაზრების ასათვისებლად. ხარისხი და მათზე ორიენტაცია არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი, რომელიც ექსპორტზე გასატან ქართულ პროდიუქციასთან დაკავშირებით გვაქვს. სხვათა შორის ამ მიზანს ემსახურება ღვინის ინსტიტუტის გახსნაც" - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, როდის გახსნის რუსეთი ბაზარას ქართული პროდუქციისთვსი, ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება ცოტა ნაადრევია.