"ქრისტიან-დემოკრატები~ ხუთშაბათს, სამთავრობო საათზე თბილისის დამწვრობის ცენტრში არსებულ ვითარებაზე შეკითხვებს დასვამენ.
პარლმანეტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფრაქციის წევრმა მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის სტუმრობისას დამწვრობის ცენტრის შესახებ ისაუბრებს.
ანიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ვარდების რევოლუციიდან განვლილი 8 წლიანი პერიოდი შეაფასა და აღნიშნა, რომ მართლაც უამრავი რეფორმა ჩატარდა - ზოგი კარგად, ზოგი - ცუდად.
,,მინდა ვთქვა, რომ წლების მანძილზე სამედიცინო საზოგადოება ცხოვრობს შიშის ქვეშ. მათ არ იციან რა მომავალი ელოდებათ, ექნებათ თუ არა შენობები და სამუშაო. მათი ერთადერთიი საზრუნავი უნდა იყოს პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. ამის მაგალითია დამწვრობის ცენტრში არსებული მდგომარეობა, სადაც მედპერსონალმა არ იცის რა ბედი ელით. მიგვაჩნია, რომ ამ ცენტრის მუშაობისათვის ხელის შეშლა უდიდესი შეცდომა იქნება~- აღნიშნა ანიკაშვილმა.