ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით ქ. ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან და რეგიონალურ საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან, მათ შორის, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გაბრიელე ალბერტინთან, ევროკავშირში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან, ევროპის თავდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.