29-30 ნოემბერს საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი ეწვევა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრეს სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მან ისაუბრა სხვა დაგეგმილ ვიზიტებზეც. მანჯგალაძის ინფორმაციით საქართველოში ჩამოვა ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულისთვის დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი თვის დასაწყისში უნდა განხორციუელებულიყო. სომხურ მედიაში არსებული ინფორმაციით დაგეგმილი ვიზიტი სომხეთის პრეზიდენტის ქართველ კოლეგაზე განაწყენებამ გამოიწვია.